Georgian / ქართული

გამარჯობა,

მე ვარ თინა სალუქვაძე თბილისიდან. საქართველოში  დავამთავრე ეკონომიკის და სამართალის ფაკულტეტი. რაც შეეხება   მარკეტინგის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას ჰოფ-ის უმაღლეს სასწავლებელში – მას ინტერნეტის მეშვეობით მივაგენი და უკვე ორი სემესტრია რაც აქ ვსწავლობ.

სასწავლო პროცესი შემდეგნაირია: მთავარი დატვირთვა, გარდა გამოცდებისა, მოდის სხვადასხვა ტიპის რეფერატების დაწერა/წარდგენასა და ემპირიული კვლევების ჩატარებაზე. ჩვენ ხშირად ვაწყობთ ექსკურსიებს სხვადასხვა საწარმოში, ასევე ვსტუმრობთ ჩვენი პროფესიისათვის საინტერესო გამოფენებს. ჩვენი დოცენტები  მაღალკვალიფიცირებულნი არიან, ხოლო სასწავლებელი თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს პროფესიული რეალობისათვის მომზადებას. აქ ვიძენთ ისეთ კომპეტენციებს როგორიცაა: გუნდური მუშაობისა და სწრაფი გადავწვეტილების მიღების უნარი, ასევე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. გარდა ამისა ვეუფლებით ეფექტური პრეზენტაციის ხერხებს და საკმაოდ ღრმად ვეცნობით საბაზრო კვლევის სპეციფიკას. ამ ყველაფერს კი მარკეტინგში კონკურენტუნარიანობის მოსაპოვებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამჟამად ვმუშაობ სამაგისტრო ნაშრომზე. სასწავლებლის თანამედროვე ტექნიკურმა აღჭურვილობამ მომცა საშუალება ჩავატარო დამოუკიდებელი კვლევა Eyetracking-ის დანადგარის მეშვეობით. სტუდენტებს ასეთ  მაღალხარისხიან ტექნიკასთან მუშაობის საშუალება ყველა უმაღლეს სასწავლებელში არ ეძლევათ.

საერთო ჯამში განვლილი სასწავლო კურსით, ისევე როგორც ზოგადად უმაღლესი სასწავლებლით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამასთან მინდა ავღნიშნო რომ მე, როგორც უცხოელი სტუდენტი თავს აქ სრულიად ინტეგრირებულად ვგრძნობ. სტუდენტებთან კონტაქტის დამყარება საკმაოდ ადვილია, ხოლო რაც შეეხება დოცენტებს, ისინი ნებისმიერ დროს მზად არიან მხარდასაჭერად.

აქედან გამომდინარე თითოეულს, რომელიც მარკეტინგით არის დაინტერესებული ვურჩევდი, ჩვენთან შემოიტანოს განცხადება.

თინა

Campuses

Corner

Campus Hof

Alfons-Goppel-Platz-1
95028 Hof

Campus Münchberg

Kulmbacher Str. 76
95213 Münchberg